ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ რეკორდსმენი გახდა, რადგან საწყის ტურებში ქართველი თავდამსხმელის მსგავსი შედეგიანობით ბოლო 14 წლის განმავლობაში გუნდის არც ერთ ფეხბურთელს თავი არ გამოუჩენია – ინფორმაციას calcioinpillole OptaPaolo-ს სტატისტიკაზე დაყრდნობით აქვეყნებს.
„ნაპოლიზე“ ხვიჩა კვარაცხელიას გადამწყვეტ გავლენა ჰქონდა. გთავაზობთ ქართველის კარგი თამაშის დამადასტურებელ მონაცემებს.
ხვიჩა კვარაცხელია სეზონის სტარტზე „ნაპოლის“ ნამდვილი პილოტია. ნეაპოლელების ახალმა შენაძენი დაიტვირთა გოლებითა და საგოლე პასებით. სერია A-ს მე-5 ტურის მატჩში „ლაციოსთანაც“ კვარაცხელიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა და თავის გუნდს გოლით გამარჯვება მოუტანა – 2:1“.
OptaPaolo-ს ცნობით, მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში 5 გოლი გაიტანა, გუნდის რეკორდსმენი გახდა. უფრო მეტი არც ერთ ფეხბურთელს „ნაპოლიში“ პირველ ოთხ მატჩში არ გაუტანია 2007/08 წლების სეზონის შემდეგ, რაც ნეაპოლელები სერია „ა“-ში დაბრუნდნენ“, – წერს calcioinpillole.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვაარცხელიამ საწყის 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა, ორჯერ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში, იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ კი აგვისტოს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.