კვარაცხელია „ნაპოლი“-„იუვენტუსის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ნაპოლი“-„იუვენტუსის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დაასახელეს.
ერთდროულად ორმა ანალიტიკურმა სპორტულმა ვებგვერდმა – Flashscore-მა და Whoscored-მა ქართველს ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება დაუწერა – 7,7 და 8,0 ქულა (10-ბალიანი სისტემით).
ხვიჩას თამაში Sofascore-მაც დააფასა და 8,0 ქულა დაუწერა, მაგრამ ბოლო დროის ტრადიციას არ უღალატა და ქართველ თავდამსხმელს ერთპიროვნული პირველობა არ მიაკუთვნა – საუკეთესოდ „იუვენტუსის“ თავდამსხმელ ფედერიკო კიეზასთან ერთად აღიარა, რომელმაც მატჩის მიწურულს „ნაპოლის“ გაუტანა – ინტერნეტპორტალმა ტურინელის გრაფაშიც 8,0 ქულა დაწერა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა „ნაპოლი“-„იუვენტუსის“ მატჩში ანგარიში პირველი ტაიმის ბოლო გახსნა და გუნდს მოგებაში (2:1) დაეხმარა. სულ მიმდინარე სეზონზე კვარაცხელიას ანგარიშზე 9 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.