ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორთა ათეულში მოხვდა – ინფორმაციას სპორტის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა (CIES) InStat-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.
სეზონის საუკეთესო დრიბლიორთა სია 33 ეროვნული ჩემპიონატის მონაცემებზე დაყრდნობით გაანალიზდა – მოთამაშეები დასახელდნენ დრიბლინგის ინდექსის მიხედვით – იგულისხმება თამაშის დროს წარმატებული დრიბლინგების საშუალო რაოდენობა.
ყველაზე მაღალი საერთო ქულა დაუფიქსირდა „ვულვერჰემპტონის“ ესპანელ თავდამსხმელს, ადამ ტრაორეს (11.2), „უნივერსიდიდ და ჩილეს“ არგენტინელ ფეხბურთელს ნაუელ ლუანს (9.7) და ცსკა-ს ნიგერიელ თავდამსხმელს, ჩიდერა ეჟუკეს (9.3).
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ათეულშია – ხვიჩა კვარაცხელია საშუალოდ თამაშში 7,82 წარმატებულ დრიბლინგს ახორციელებს.
2021/2022 წლების სეზონის ტოპ 10 საუკეთესო დრიბლიორი:
ადამ ტრაორე (ვულვერჰემპტონი)
ნაუელ ლუანი (უნივერსიდიდ და ჩილე)
ჩიდერა ეიუკე (ცსკა)
ერიკ დე არუდა (სეარა)
მანორ სოლომონი (შახტარი)
მუნირ შუიარი (მალათიასპორი)
ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი)
დევიდ ფოფანა (მოლდე)
იგორ ივანოვიჩი (სოლიგორსკის შახტიორი)
ჰეისემ ჰასანი (მირანდესი)