კვარაცხელია მილიტოსთან და რონალდოსთან ერთად - ხვიჩა სერია A-ს შედეგიანი დებიუტანტების სამეულშია #1TVSPORT
ანალიტიკურმა კომპანია „ოპტამ“ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2005 წლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია შედეგიანობით იტალიის სერია A-ს საუკეთესო დებიუტანტთა შორისაა და მხოლოდ დიეგო მილიტოსა და კრიშტიანო რონალდოს ჩამორჩება.
„ხვიჩა კვარაცხელია ამ სეზონში „ნაპოლისთვის“ ნამდვილი აღმოჩენაა, რადგან სერია A-ში კარიერა უკეთესად მხოლოდ დიეგო მილიტომ და კრიშტიანო რონალდომ დაიწყეს.
21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა საოცარი კამპანია „სასუოლოს“ წინააღმდეგ „სტადიო მარადონაზე“ გააგრძელა. შესვენებამდე მან ორი საგოლე გადაცემა გაუკეთა ვიქტორ ოსიმენს და მესამე თავად გაიტანა. ეს ნიშნავს, რომ სერია A-ს პირველ 12 მატჩში კვარაცხელიამ 11 გოლში მიიღო მონაწილეობა – 6 გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
2004/05 წლების სეზონიდან მოყოლებული, სერია A-ში პირველ 12 მატჩში უკეთესი შედეგი მხოლოდ „ჯენოაში“ დიეგო მილიტოს (15 გოლში მონაწილეობა) და „იუვენტუსში“ კრიშტიანო რონალდოს (13) ჰქონდათ“, – წერს football-italia.