კვარაცხელია „მილანში“ - მედიის მტიცებით, ხვიჩა იტალიურ გრანდს კონტრაქტზე შეუთანხმდა #1TVSPORT
Metaratings.ru- ს ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას იტალიურ გრანდში, „მილანში“ გააგრძელებს. წყაროს ცნობით, ტრანსფერის განხორციელებაში იტალიურ კლუბს მისი ყოფილი მცველი და ახლა უკვე თბილისის მერი, კახა კალაძე დაეხმარება.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „მილანი“ ქართველი ფეხბურთელით დაინტერესდა, ექსკლუზიურად საქართველოს პირველმა არხმა გამოაქვეყნა. ამასთან, მაშინ „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა განაცხადა, რომ კლუბს იტალიის ჩემპიონატისა და სხვა ქვეყნის გრანდებისგან შემოთავაზებები ჰქონდა.
კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ 2019 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში მან ყაზანის კლუბში 51 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა. პორტალი Transfermarkt 20 წლის ფეხბურთელის საბაზრო ღირებულებას 18 მილიონ ევროდ აფასებს.