კვარაცხელია მცველებისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს - Opta-მ ხვიჩა სერია A-ს სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს დასრულებული სეზონის სიმბოლურ ნაკრებში ანალიტიკურმა ვებგვერდმა Opta-მაც შეიყვანა.
„ფეხბურთის გულშემატკივარს შეიძლება ეპატიოს, რომ იტალიაში გადასვლამდე ხვიჩა კვარაცხელიას ტალანტზე ბევრი არაფერი იცოდა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ იგი ყაზანის „რუბინიდან“ საქართველოს ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა და ბათუმის „დინამოში“ ითამაშა. „ნაპოლიმ“ ხვიჩა ივლისში მხოლოდ 10 მილიონ ევროდ შეიძინა.
სერია A-ს დაწყებამდე კვარაცხელია იმ 50 მოთამაშის სიაში შევიყვანეთ, რომლებზე დაკვირვებაც გულშემატკივრებს 2022-23 წლების სეზონში ვურჩიეთ და მისი წარმატებით ვამაყობთ. 12 გოლითა და 10 საგოლე პასით ის პირველი მოთამაშე გახდა 2006-07 წლების შემდეგ, ვინც ევროპის ტოპ 5 ლიგაში ორმაგი დუბლი შეასრულა, მანამდე ამის გაკეთება ბრემენის „ვერდერის“ შემადგენლობაში დიეგომ შეძლო.
შეტევის დროს მეტოქის მცველებისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. წელს სერია A-ში მხოლოდ რაფაელ ლეაომ (79) შეასრულა კვარაცხელიაზე (76) მეტი დრიბლინგი, ხვიჩამ ყველაზე მეტი (26) საგოლე შანსი შექმნა“, – წერს Opta-ს ვებგვერდი საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელზე.