ყაზანის „რუბინის“ ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ივლისის თვეში რუსეთის პრემიერლიგის გატანილი საუკეთესო გოლების სამეულში მოხვდა.
საუკეთესო გოლი გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომელიც სოციალურ ქსელ „ვკონტაკტე“-ში, რუსეთის პრემიერლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობდა.
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანური კლუბის თავდამსხმელმა ულამაზესი გოლით თავი პრემიერლიგის ლიგის 23-ე ტურის მატჩში ეკატერინბურგის „ურალთან“ გამოიჩინა. მასპინძელთა სასარგებლოდ ანგარიში 1:0 იყო, როდესაც „რუბინის“ ფეხბურთელმა კუთხური ჩააწოდა და კვარაცხელიამ ბურთი კარში ეფექტური „მაკრატელათი“ გააგზავნა. მას მხარი გულშემატკივართა 16-მა პროცენტმა დაუჭირა და სამეულში მოხვდა.
საბოლოოდ, უცნაური შედეგი დაფიქსირდა – „როსტოვის“ თავდამსხმელმა რომან რომანოვმა გაიმარჯვა. რეალურად, მას მხარი იმიტომ დაუჭირეს, რომ 17 წლისაა და პრემიერლიგაში პირველი თამაში ჩაატარა. მეორეზე კი მოსკოვის „ლოკომოტივის“ შემტევი ალექსეი მირანჩუკი გამოკითხულთა 21 პროცენტის მხარდაჭერით, „ორენბურგთან“ გატანილი გოლით გავიდა.