კვარაცხელია კვლავ ყველაზე ძვირადღირებულია - საქართველოს ნაკრების ფასმა 53 მილიონს გადააჭარბა #1TVSPORT
„ტრანსფერმარკტის“ მიხედვით, 2021 წლის ბოლოს საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ ზღვარს გადააბიჯა და მას შემდეგ, რაც გერმანული სამენეჯერო სააგენტო სტატისტიკას აწარმოებს, ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.
„ტრანსფერმარკტი“ ნაკრების ჯამურ ფასს ბოლო შეხვედრებში და წლის განმავლობაში გამოძახებული ფეხბურთელების ძირითადი ბირთვის მიხედვით ადგენს და ახლა „ჯვაროსნების“ ფასი 53,50 მილიონი ევრო გახდა.
ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე კვლავ ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის ფასიც 18 მილიონი ევროა. მეორე ადგილზე საბა ლობჯანიძეა (3,40), შემდეგ 3-3 მილიონიანი სამი მოთამაშეა – დავით ხოჭოლავა, გიორგი მამარდაშვილი და ოთარ კიტეიშვილი.
საქართველოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები
ხვიჩა კვარაცხელია, ყაზანის რუბინი 18,00 მილიონი ევრო
საბა ლობჯანიძე, ჰათაისპორი 3,40
დავით ხოჭოლავა, კოპენჰაგენი 3.00
გიორგი მამარდაშვილი, ვალენსია 3.00
ოთარ კიტეიშვილი, შტურმი 3,00
გიორგი ჩაკვეტაძე, გენტი 2,70
ჯიმი ტაბიძე, უფა 2.50
ზურიკო დავითაშვილი, ტულა 2,50
ლევან შენგელია, ლუვენი 2,00
გიორგი მიქაუტაძე, სერენი 1,80
აქვე გასათვალისწინებელია, რომ „ტრანსფერმარკტის“ ბოლო სანაკრებო სიაში არ არიან გიორგი ქვილითაია (1,8 მლნ, აპოელი), საბა კვირკველია (1,5 მლნ, მეტალისტი 1925), გიორგი მაკარიძე (1,0 მლნ, ალმერია), გია გრიგალავა (0,6 მლნ, უგუნდო) და ნიკა კაჭარავა (0,5 მლნ, ანორთოსისი), რომელთა ჯამური ფასიც 5,4 მილიონი ევროა