კვარაცხელია ჯგუფის სიმბოლურში - ხვიჩა საუკეთესო მოთამაშეების სამეულშია #1TVSPORT
ცნობილმა საერთაშორისო პორტალმა whoscored-მა მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფის სიმბოლური ნაკრები დაასახელა – ავტორიტეტული ანალიტიკური გვერდის რჩეულ თერთმეტეულში ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.
საუკეთესო XI
მეკარე: რობინ ოლსენი (7.0 – შვედეთი)
მცველები: მარკოს ლორენტე (6,7 – ესპანეთი), ვიკტორ ლინდელოფი (6.9 – შვედეთი), აიმერიკ ლაპორტი (7.2 – ესპანეთი), კონსტანტინოს ციმიკასი (7.0 – საბერძნეთი).
ნახევარმცველები: ფერან ტორესი (7.4 – ესპანეთი), ანასტასიოს ბაკასეტასი (7.6 – საბერძნეთი), სერხიო ბუსკეტსი (7.1 – ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (7.5 – საქართველო).
თავდასხმელები: ალეკსანდერ ისაკი (7.5 – შვედეთი), ვედატ მურიკი (7.1 – კოსოვო).
whoscored-მა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში ჩატარებული შეხვედრების საშუალო ჯამური მაჩვენებლით, 7,5 ქულა დაუწერა. ამით ხვიჩა ჯგუფის საუკეთესოთა სამეულში მოხვდა – უკეთესი შეფასება აქვს მხოლოდ ანასტასიოს ბაკასეტასს (7.6 – საბერძნეთი), მსგავსი კი – ალეკსანდერ ისაკს (7.5 – შვედეთი).