კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის თებერვლის საუკეთესო მოთამაშეა - ქართველმა რეკორდი მოხსნა #1TVSPORT
სერია A-ს თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია გახდა. „ნაპოლის“ ქართველმა EA Sports-ის თვის საუკეთესო მოთამაშის გამოკითხვაში გაიმარჯვა და „ატალანტასთან“ ხვალინდელ მატჩამდე დაჯილდოვდება.
ხვიჩა კვარაცხელიამ გულშემატკივართა ყველაზე მეტი ხმა მიიღო და გადაასწრო „ლეჩეს“ მოთამაშე ფედერიკო ბაშიროტოს, „იუვენტუსის“ ანხელ დი მარიას, „ტორინოს“ ალექსეი მირანჩუკსა და მის თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმენს.
„კვარაცხელია გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ერთ სეზონში ორჯერ მოიგო EA Sports-ის თვის საუკეთესო მოთამაშის წოდება“, – განაცხადა Lega Serie A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ლუიჯი დე სიერვომ.
„ქართველმა უკვე გაიტანა 10 გოლი და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა, ის ლიდერობს სერია A-ში ყველაზე სასარგებლო მოთამაშეთა რეიტინგში. ის უკვე არის დღევანდელობის ერთ-ერთი ვარსკვლავი და სერია A-სა და საერთაშორისო ფეხბურთის მომავალი“, – წერს gazzetta.