ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის ბოლო, 30-ე ტურის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ინფორმაციას ლიგის პარტნიორის, „მატჩ ტვ“-ის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
„რუბინი“ 1:2 დამარცხდა, მაგრამ მოედანზე ყველაზე მეტი მომენტი სწორედ კვარაცხელიამ შექმნა. პირველი საგოლე შანსი მის დარტყმას მოჰყვა, 44-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომლითაც ივან იგნატიევმა წონასწორობა აღადგინა – 1:1, ტაიმის ბოლო წუთზე კი ქართველმა მეკარესთან თანგუნდელი დატოვა, რომელმაც ამ მშვენიერი შანსით ვერ ისარგებლა. 58-ე წუთზე კვარაცხელიამ კიდევ ერთი საგოლე მომენტი შექმნა, მოედნის ცენტრიდან გადაცემით კარის წინ ისევ ივან იგნატიევი დატოვა, მაგრამ სიზუსტემ მასაც უმტყუნა. 69-ე წუთზე მეტოქეს ბურთი საჯარიმოსთან წაართვა და კარში არაზუსტად დაარტყა. 90-ე წუთზე მისი წაქცევისთვის „სპარტაკის“ კარში მეორე პენალტი უნდა დაენიშნა, მაგრამ რატომღაც ქართველ თავდამსხმელის ქმედებაში სიმულაცია შენიშნა და ყვითელი ბარათი აჩვენა.
საინტერესო ფაქტია – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბოლო 7 ტურში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მეოთხედ დაასახელეს.
„რუბინმა“ სეზონში მხოლოდ 18 გოლი გაიტანა, რაშიც ქართველების როლი დიდია – კვარაცხელიას ანგარიშზე 27 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე პასია, ზურიკო დავითაშილმა 26 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, ხოლო ერთიც ბექა მიქელთაძემ. ანუ გოლების მესამედი ქართველებმა გაიტანეს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ყაზანელებმა ორი გული კვარაცხელიას მოპოვებული პენალტებით გაიტანეს, გამოდის, რომ ქართველები 10 გოლში მონაწილეობდნენ.