კვარაცხელია იაკობაშვილის წინააღმდეგ - „ნაპოლი“ „ჟირონასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ მორიგი საკონტროლო შეხვედრა ლა ლიგის „ჟირონასთან“ გამართა და 0:2 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ლიდერი კვლავ ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო „ჟირონაში“ 85-ე წუთიდან ცენტრალურმა მცველმა, ანტალ იაკობაშვილმა ითამაშა.
20 წლის ფეხბურთელი საქართველოში დაბადებული ებრაელის შვილია, თავად კი უნგრეთშია დაბადებული. გავრცელებული ცნობით, ის ჩვენი ნაკრების ინტერესის სფეროშია. Geo Team-მა მატჩის შემდეგ კვარაცხელიასა და იაკობაშვილის ფოტო გაავრცელა.
„ჟირონამ“ ვან დე ბეეკის და ვიოლიას გოლებით გაიმარჯვა. „ნაპოლი“ კი შემდეგი შეხვედრით სეზონს ოფიციალურად გახსნის – 10 აგვისტოს გუნდი იტალიის თასზე „მოდენას“ უმასპინძლებს.