კვარაცხელია გამოჯანმრთელდა და „ინტერთან“ მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT
კვარაცხელია გამოჯანმრთელდა და „ინტერთან“ მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია ფორმაშია და მილანის „ინტერთან“ მატჩისთვის მზად არის, – ინფორმაციას ilnapolista ავრცელებს.

„ნაპოლი“ სერია A-ს 36-ე ტურში „ინტერთან“ დიდი მატჩისთვის ემზადება, რომელიც კვირას, „სტადიო მარადონაზე“ გაიმართება.

ინტერთან“ დიდ მატჩში „ნაპოლის“ მწვრთნელს ახლა უკვე მთელი გუნდის იმედი აქვს, რადგან სეზონის საკვანძო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კვლავ მზად იქნება. დღევანდელ ვარჯიშში კვარაცხელიამ და ზედადკამ საერთო ჯგუფში მთელი დატვირთვით ივარჯიშეს. ქართველი, რომელმაც გუშინ ტრავმა მიიღო, უკვე გამოჯანმრთელდა.

ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამის მიუხედავად, „სტადიო მარადონაზე“ ითამაშებს გუნდი, რომელიც მიზნად ისახავს ჩემპიონთა ლიგის მოგებას. სპალეტის გუნდს კი ბოლო რამდენიმე ტურში ნაჩვენები ცუდი შედეგების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტთან კარგი თამაშის ჩვენება სურს.

არის სხვა დამატებით ფაქტორებიც, რაც მატჩისადმი ინტერესს ზრდის – „ინტერის“ თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი სერია A-ს ბომბარდირობას უმიზნებს და სათავეში მყოფი ოსიმენის გადასწრება სურს. ეს იქნება მატჩი, რომელიც, მართალია, სკუდეტოს ბედს ვეღარ გადაწყვეტს, მაგრამ ბევრ ემოციას მოგანიჭებთ“, – წერს იტალიური გამოცემა.