რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტური ქართველებისა და მათი გუნდისთვის, ყაზანის „რუბინისთვის“ უიღბლო გამოდგა – ლეონიდ სლუცკის გაწვრთნილებმა საკუთარ მოედანზე უშუალოდ კონკურენტს, სამარის „კრილია სოვეტოვს“ უმასპინძლეს და დამარცხდნენ.
ორივე ქართველი, ზუკა დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია ყაზანელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. დავითაშვილმა სრულად ითამაშა, კვარაცხელიამ კი მოედანი ნაადრევად დატოვა. მან მე-17 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 45-ე წუთზე კი მსაჯმა მეორედაც „გააყვითლა“ და მოედანი დაატოვებინა.
საბოლოოდ, „რუბინმა“ 1:0 წააგო, „კრილია სოვეტოვმა“ 3 ქულა მოიპოვა და ყაზანელები 2 ქულით ჩამოიტოვა. 21 ტურის შემდეგ „რუბინი“ 20 ქულით 16-გუნდიანი ჩემპოიონატში მხოლოდ მე-14 ადგილზეა.