კვარაცხელია ევროპაში ვერ წავიდა და მისი დეპრესია „რუბინს“ გადაედო - რუსულმა გამოცემამ ყაზანელთა კრიზისის მიზეზი ახსნა #1TVSPORT
გამოცემა „პრო კაზან“ ყაზანის „რუბინში“ არსებულ კრიზისზე წერს და იმ დასკვნამდე მიდის, რომ გუნდის უკუსვლა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ხვიჩა კვარაცხელია ევროპაში არ გაუშვეს.
თუმცა გამოცემა ავრცელებს რუსული მედიის მიერ ატაცებულ მცდარ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელით რეალურად არავინ ინტერესდებოდა, როდესაც მოლაპარაკებებსა და შემდგომ „რუბინის“ დასახელებულ არაადეკვატურად დიდი ფასზე (რამაც მოლაპარაკება შეაჩერა) განმარტებები სანდო გამოცემებმა გაავრცელეს.
„ამ ზაფხულს, რა თქმა უნდა, ყველამ გაიგო ამბავი, რომ „რუბინის“ ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ყაზანიდან ევროპულ ტოპ-კლუბში წასვლას აპირებდა. შედეგად, როგორც გაირკვა, ყველა ეს საუბარი უსაფუძვლო იყო და ახალგაზრდა ქართველი რუსეთში დარჩა. ამის შემდეგ, უნებურად კრიზისი და დეპრესია დაეწყო, რომელიც შემდგომში მთელ გუნდს გადაედო“, – ამტკიცებს „პრო კაზან“.
გამოცემა გაოცებულია, რომ ქართველი ფეხბურთელის ფასი არ შემცირებულა: „მიუხედავად იმისა, რომ კლუბში წარუმატებლად ითამაშა (ერთი გოლი + 3 საგოლე გადაცემა 17 მატჩში), ხვიჩას სატრანსფერო ბაზარზე ფასი არ დაუვარდა. ახლა მისი ტრანსფერი კვლავ 18 მილიონი ევრო ღირს, როგორც ექვსი თვის წინ. ეს შვედეთის წინააღმდეგ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ბრწყინვალე თამაშით არის განპირობებული, როცა ქართველის დუბლმა ფაქტობრივად ესპანეთის ნაკრებს მუნდიალის საგზური აჩუქა“.
ბოლო დროს, რუსულ მედიაში პირველად „პრო კაზან“-ის ჟურნალისტი მივიდა დასკვნამდე, რომ აჯობებს, ქართველი თავდამსხმელი გუნდმა დროულად გაუშვეს:
„როგორც ხედავთ, კვარაცხელიას ჯერ კიდევ შეუძლია შთამბეჭდავი ფეხბურთის ჩვენება, მაგრამ არა „რუბინში“. შესაძლოა, თუ ამ ზამთარს ყაზანში ხვიჩას თაობაზე სერიოზული კლუბიდან ღირებულ შეთავაზებას მიიღებენ, მაშინ ფეხბურთელი მაშინვე ევროპაში წავა. და თუ არ იქნება ეს წინადადება, მაშინ სულ მცირე, ზაფხულამდე მოუწევს ტრანსფერის ლოდინი“.