ერთა ლიგის საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგს ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს – ასეთია ფეხბურთის სტატისტიკის და ანალიტიკის ვებგვერდის, SofaScore-ის შეფასება.
ერთა ლიგაზე ჩატარებული 4 ტურის შემდეგ, საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლით ხვიჩა კვარაცხელიას 10-ბალიან სისტემაში 8,20 ქულა დაუგროვდა. გიბრალტართან და გასვლაზე ბულგარეთთან 8,5 ქულა დაიმსახურა, ბულგარეთთან სახლში – 8,2 ქულა.
21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ყველაზე დაბალი შეფასება, 7,6 ქულა ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასვლაზე მოგებულ (0:3) მატჩში მიიღო – რაც უცნაური შეფასებაა, რადგან ხვიჩამ ეს მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა.
ერთა ლიგის ტოპ-5 მოთამაშის რეიტინგი
1 ხვიჩა კვარაცხელია, საქართველო 8,2
2 ჰაკან ჩალჰანოღლუ, თურქეთი 8,18
3 რობერტსი სავანიექსი, ლატვია 8,07
4 მანორ სოლომონი, ისრაელი 8,03
5 ჯონ მაკგინი, შოტლანდია 8,03