კვარაცხელია ძირითადშია - „ნაპოლიმ“ სასტარტო ხვიჩას სურათით წარადგინა #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტიმ დაასახელა „ნაპოლის“ სასტარტო შემადგენლობა „ვერონას“ წინააღმდეგ და წინასწარი ვერსიები დადასტურდა – რჩეულ 11-ში ხვიჩა კვარაცხელიაა. საქართველოს ნაკრების ლიდერი 77-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
საინტერესოა, რომ ტვიტერზე იტალიურმა კლუბამ სასტარტო შემადგენლობა ხვიჩა კვარაცხელიას სურათით წარადგინა – ასეთი პატივით კი გუნდის გამორჩეული მოთამაშეები სარგებლობენ.
„ნაპოლის“ სავარაუდო შემადგენლობა(4-3-3): მერეტი; დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, მარიო რუი; ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი; ლოზანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
„ვერონასს“ და „ნაპოლის“ შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.