კვარაცხელია-დავითაშვილის წასვლის შემდეგ ეროვნული ლიგის მოთამაშეთა ჯამური ფასი საგრძნობლად შემცირდა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი და საბა კვირკველია უცხოეთში წავიდნენ და ეროვნული ლიგის მოთამაშეთა ჯამური მაჩვენებელი შემცირდა – „ტრანსფერმარკტის“ შეფასებით, ახლა ელიგის ფეხბურთელების ფასი 39.80 მილიონ ევროა.
გერმანული საფეხბურთო ინტერნეტ-სააგენტო ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს ბათუმის „დინამოში“ თამაშისას 15 მილიონ ევროდ აფასებდა, დავითაშვილის – 2 მილიონად, ხოლო „გაგრაში“ დროებითი ჩარცხული კვირკველიას გრაფაში 1 მილიონი ეწერა.
ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ „ნაპოლიში“ გადავიდა, ზურიკო დავითაშვილი – ფრანგულ „ბორდოში“, ხოლო საბა კვირკველია – აზერბაიჯანულ „ნეფჩიში“ და ეროვნულ ჩემპიონატს ერთდროულად 18 მილიონად შეფასებული მოთამაშეები დააკლდა. პლუს რამდენიმე საინტერესო მოთამაშემაც კარიერის უცხოეთში გაგარძელება გადაწყვიტა.
შესაბამისად, ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებია ჯამური მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა და 39,80 მილიონი გახდა.