კვარაცხელია, დავითაშვილი და მამარდაშვილი ნაკრებს შეუერთდნენ - ეროვნულ გუნდში მხოლოდ მიქაუტაძეს ელოდებიან #1TVSPORT
კვარაცხელია, დავითაშვილი და მამარდაშვილი ნაკრებს შეუერთდნენ - ეროვნულ გუნდში მხოლოდ მიქაუტაძეს ელოდებიან #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის, ფატქობრივად, სრული შემადგენლობით ემზადება – გამოძახებული 25 ფეხბურთელიდან საწვრთნელ პროცესში 24 მონაწილეობდა.

საწვრთნელ პროცესს დღეიდან შეუერთდნენ გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა ლობჟანიძე, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ახლა გუნდში მხოლოდ გიორგი მიქაუტაძის ჩამოსვლას ელოდებიან. „მეცის“ თავდამსხმელი, რომელიც ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და ლიგის ბომბარდირი გახდა, ეროვნულ გუნდში მატჩებისთვის მზადებას 11 ივნისიდან დაიწყებს.

ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება, 20 ივნისს კი საქართველოს ნაკრები შოტლანდიის წინააღმდეგ გლაზგოში ითამაშებს.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მატჩების ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო FM 102.3.

მატჩების განრიგი

17 ივნისი, 22:45

კვიპროსი – საქართველო

20 ივნისი, 22:45

შოტლანდია – საქართველო