ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა ისე ჩაატარა, თავი ვერაფრით გამოიჩინა. პრემიერლიგის მე-9 ტურში ყაზანის „რუბინი“ მოსკოვში „დინამოს“ ესტუმრა და დამარცხდა.
ხვიჩა „რუბინის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. სამწუხაროდ, პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა თავი ვერაფრით გამოიჩინა. მეორე ნახევარში რამდენიმეჯერ იაქტიურა. 56-ე წუთზე მისი დარტყმული ბურთი კარს ოდნავ ასცდა, 64-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო და ერთ წუთში შეცვალეს.
ანგარიში მოსკოველებმა 32-ე წუთზე გახსნეს – „რუბინის“ კარი დანილ ფომინმა აიღო. 59-ე წუთზე ვიაჩესლავ გრულევმა დინამოელთა უპირატესობა გააორმაგა. მატჩის ბოლოს „რუბინმა“ მეტოქის კარის ბადის აღება მოახერხა, მაგრამ მსაჯმა ეს გოლი VAR–თან კონსულტაციის შემდეგ არ ჩათვალა.
მსაჯის სასტვენმა „დინამოს“ დამაჯერებელი გამარჯვება დააფიქსირა – 2:0. „რუბინმა“ 9 მატჩში 14 ქულა დააგროვა და რუსეთის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე -5 ადგილზეა. ფაქტია, რომ ზაფხულში ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას სტიმული დააკლდა და ზედიზედ მერე მატჩია, თავის გამოჩენას ვერ ახერხებს.