კვარაცხელია და „ნაპოლი“ დიმაროში მოემზადებიან - პირველ შეკრებაზე სამი ამხანაგური მატჩი დაიგეგმა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ მოსამზადებელი ეტაპის გეგმები ცნობილია – გუნდი ბოლო წლების ტრადიციას არ ღალატობს და პირველ შეკრებას 14-25 ივლისს დიმაროში ჩაატარებს, შემდეგ კი კასტელ დი სანგროში (28 ივლისი – 12 აგვისტო) გადაინაცვლებს.
აბრუცოში „ნაპოლის“ ჩასვლისთვის მზადება მიმდინარეობს – ქალაქის მერი იტალიის ჩემპიონის დასახვედრად მრავალ ღონისძიებას გეგმავს, გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ იტალიის ჩემპიონის თასთან სურათები გადაიღონ.
მერმა გულშემატკივრებს სასიხარულო ამბავიც აცნობა – „ნაპოლის“ ვარჯიშზე მაყურებლები თავისუფლად შეძლებენ დასწრებას. შესვლა შეიზღუდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილები სრულად იქნება დაკავებული.
მზადების პირველ ეტაპზე ჯერჯერობით ცნობილია ორი მეტოქე: 20 ივლისს ნეაპოლელები „ანაუნესთან“ ითამაშებენ, ხოლო 24 ივლისს – სპალ-თან. მესამე მეტოქე მოგვიანებით გახდება ცნობილი.