კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო დრიბლიორთა შორის მეორე ადგილზეა #1TVSPORT
„ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის სამი ტურის შედეგების მიხედვით საუკეთესო დრიბლიორთა შორის მოხვდა.
ქართველ ნახევარმცველს სამ მატჩში 22 დრიბლინგი აქვს, იუწყება უეფა-ს ვებგვერდი. „ნაპოლის“ ერთ-ერთი ლიდერი მეორე ადგილზეა – მასზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ „ეინდჰოვენის“ ფლანგის შემტევს, ნოა ლანგის (23) აქვს.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე სამი თამაში ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. მისი აქტიურობის შედეგად ჯაკომო რასპადორიმ ბოლო ტურში ბერლინში „უნიონს“ გაუტანა და „ნაპოლის“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
ამ მოგებით იტალიურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სამი ტურის შემდეგ ექვსი ქულა დააგროვა, C ჯგუფში მეორე ადგილზეა და მხოლოდ მადრიდის „რეალს“ (9) ჩამორჩება.