ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი აღიარება, ამჯერად სანაკრებო დონეზე – C დივიზიონის მე-2 ჯგუფში, საუკეთესო ფეხბურთელად 19 წლის ქართველი დაასახელეს.
ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა ერთა ლიგაზე ასე გამოიყურება – მან 3 მატჩი ჩაატარა, სულ 200 წუთი – გაიტანა 1 გოლი, გააკეთა 1 საგოლე გადაცემა, საშუალოდ თამაშის დროს დრიბლინგი 5.3, ხოლო მნიშვნელოვანი პასების რაოდენობა მატჩში 1,3-ია.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემით, ესტონეთთან გასვლაზე გამარჯვების გოლი გაიტანა ნიკა კაჭარავამ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან საშინაო შეხვედრაში პენალტი მისი გადაცემის შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილმა მოიპოვა. სომხეთთან მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, ხოლო სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა და 4 წუთში ეფექტური გოლი გაიტანა.