კვარაცხელია ბათუმში აღარ თამაშობს - ხვიჩას „ნაპოლიში“ ელიან #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია არ იყო ბათუმის „დინამოს“ არც ძირითად შემადგენლობაში, არც განაცხადში – ეროვნული ლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში, რომელიც „აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართა.
სანაკრებო მატჩების შემდეგ, ეროვნულ ლიგაში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი მეორე შეხვედრას ქუთაისის „ტორპედოსთან“ ატარებდა, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია გუნდის განაცხადში აღარ იყო.
ხვიჩა ტრავმირებული არ არის – რუსეთში, საქართველოსა და ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული რთული სეზონის შემდეგ დასვენება დასჭირდა, მაგრამ გავრცელებული ცნობებით, ის გუნდს მალე დატოვებს და იტალიაში გაემგზავრება. იტალიური მედიის ცნობით, 21 წლის ქართველ თავდამსხმელს „ნაპოლიში“ ივლისის პირველ ნახევარში, შეკრების დაწყებისთანავე ელიან.
ბათუმელთა რიგებში იყო ზურიკო დავითაშილი, რომლის ტრანსფერიც ტულის „არსენალს“ ეკუთვნის, მაგრამ გავრცელებული ცნობებით, ის ბათუმის „დინამოში“ დარჩება და გუნდს ევროთასებზე დაეხმარება.