კვარაცხელია „ატალანტასთან“ არ ითამაშებს - ხვიჩას წელი აწუხებს #1TVSPORT
„ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი ბერგამოში არ გაემგზავრება და „ატალანტას“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, რადგან ზურგის მწვავე ტკივილი აწუხებს – ინფორმაციას იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„ხვიჩა კვარაცხელია ბერგამოში, „ატალანტას“ წინააღმდეგ გასვლით მატჩში წელის მწვავე ტკივილის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს“ – ნათქვამია „ნაპოლის“ ოფიციალურ განცხადებაში.
კვარაცხელიას დღეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია.
5 ნოემბერს, ბერგამოში, სერია A-ს მე-13 ტურის ცენტრალურ მატჩში „ნაპოლი“ „ატალანტას“ დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაწყება.