კვარაცხელია აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდაა #1TVSPORT
ბელარუსულმა გამოცემა „ტრიბუნამ“ წერილი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საინტერესო ახალგაზრდებს მიუძღვნა. ჟურნალისტმა მონაცემები „ტრანსფერმარკტზე“ დაყრდნობით შეადგინა და აღმოჩნდა, რომ ამ უამრავ ქვეყნებს შორის ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა ხვიჩა კვარაცხელიაა.
ჟურნალისტმა ქვეყნები დონეების მიხედვით დაახარისხა და საქართველო მოახვედრა უკრაინასთან და პოლონეთთან, ანუ როგორც თავად მონათლა – „ქვეყნები, ვისთანაც აშკარად ვაგებთ“.
„ღირებულებით ტოპ-10 ახალგაზრდა ფეხბურთელიდან საქართველოს ჩემპიონატიდან მხოლოდ ორია – მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ახლახან დატოვა თბილისის „ლოკომოტივი“ (სადაც ის ერთი წლის წინ მოსკოვის „დინამო“ ევროპალიგიდან გამოადგო) და „ვალენსიაში“ ჩაირიცხა. არის კიდევ ერთი ახალი ტრანსფერი – 18 წლის მცველი გიორგი აბუაშვილი „დინამო თბილისიდან“ „პორტუში“ გადავიდა, სადაც მოხვედრას მეორე გუნდის მეშვეობით შეეცდება.
რასაკვირველია, გიორგი ჩაკვეტაძეს პრობლემები აქვს, მაგრამ დღევანდელი ახალგაზრდა ბელარუსელებისთვის მიუწვდომელ დონეზეა – ორი წლის წინ „ბარსელონასთვის“ საინტერესო იყო და ახლა ბელგიურ „გენტში“ ვერ თამაშობს. მაგრამ ამის მიუხედავად, კვლავ 2.7 მილიონადაა შეფასებული.
ამ მაჩვენებლით ლიდერი, 20 წლის ხვიჩა კვარაცხელიაა, „რუბინის“ სტაბილური მოთამაშე, რომელმაც ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ერთა ლიგის პლეი-ოფში ბელორუსის წინააღმდეგ ითამაშა – მისი ტრანსფერი 18 მილიონი ღირს. აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო შედეგია“. – წერს „ტრიბუნა“.