კვალიარელას იტალიის ნაკრებში გამოიძახებენ
კვალიარელას იტალიის ნაკრებში გამოიძახებენ

სამპდორიას ფორვარდ ფაბიო კვალიარელას იტალიის ნაკრების უახლოეს შეკრებაზე დაუძახებენ, – იტყობინება „გაძეტა დელო სპორტი“.

აღნიშნავენ, რომ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი მომავალ ორშაბათს კოვერჩანოს ბაზაზე შეკრებს მოთამაშეებს, რომლებიც სერია A-ში თამაშობენ.

ამ მომენტისთვის კვალიარეალა, რომელიც 31 იანვარს 36 წლის გახდება, იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. მის ანგარიშზე 16 გოლი მოდის. თუ ნაპოლისთან მომდევნო ტურის მატჩში, რომელიც 2 თებერვალს გაიმართება, კვალიარეალა გოლის გატანას შეძლებს, ის გახდება პირველი ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში, ვისაც ზედიზედ 12 მატჩში ექნება გოლი გატანილი.