კუტალიამ ბათუმში პირველად გაიტანა - „დინამომ“ ტესტმატჩში „კოლხეთი“ პენალტებით დაამარცხა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ და ფოთის „კოლხეთმა“ სანაკრებო პაუზით ისარგებლეს და ამხანაგური მატჩი გამართეს, რომელიც მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით 2:1 დამთავრდა.
ბათუმში, ფეხბურთის ფედერაციის ცენტრში გამართული შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. „დინამოს“ კარი 45-ე წუთზე კირილ კლიმოვმა აიღო და ამხანაგური მატჩის პირველი ტაიმი „კოლხეთმა“ 1:0 მოიგო.
ბათუმელებმა თამაშის შემოტრიალება მხოლოდ შეხვედრის ბოლოს მოახერხეს. „კოლხეთის“ კარში ორი პენალტი დაინიშნა – 82-ე წუთზე ფოთელებს „დინამოს“ ახალწვეულმა ლევან კუტალიამ გაუტანა და გუნდის ფორმით პირველი გოლი ჩაიწერა, ხოლო 90-ე წუთზე თავი პაატა ღუდუშაურმა გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„დინამო“ ბთ – „კოლხეთი 1913“ 2:1
გოლები: 0:1 კლიმოვი (45), 1:1 კუტალია (82. პენ.), 2:1 ღუდუშაური (80. პენ).