კუტალია ბომბარდირებში გალიდერდა - „ალაშკერტმა“ ქართველების გოლებით მოიგო #1TVSPORT
კუტალია ბომბარდირებში გალიდერდა - „ალაშკერტმა“ ქართველების გოლებით მოიგო #1TVSPORT

სომხეთის პრემიერლიგის მეექვსე ტურში ერევნის „ალაშკერტმა“, ქართველი ფეხბურთელების შესანიშნავი თამაშით, გიუმრიში „შირაქი“ 3:2 დაამარცხა.

ანგარიში მე-7 წუთზე ლევან კუტალიამ გახსნა, მაგრამ „შირაქმა“ მეორე ტაიმში ორი გოლი გაიტანა და 61-ე წუთზე 2:1 დაწინაურდა. მთავარი როლი ისევ ქართველებმა ითამაშეს: დავით ხურციძემ, რომელიც მოედანზე ცხრა წუთის შესული იყო, ანგარიში 67-ე წუთზე გაათანაბრა. 90+3-ე წუთზე კი კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კუტალიამ კარში გააგზავნა, დუბლი შეასრულა და „ალაშკერტს“ გამარჯვება მოუტანა.

ლევან კუტალიამ ხუთ შეხვედრაში შვიდი გოლი გაიტანა და სომხეთის პრემიერლიგის ბომბარდირთა სიის სათავეში მოექცა. „ალაშკერტი“ ექვსი ტურის შემდეგ 13 ქულით გათამაშების ლიდერია.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის თავდამსხმელი 2019 წელს (მაშინ „დინამო თბილისში“ თამაშობდა) 20 გოლით ეროვნული ლიგის ბომბარდირი გახდა.