კურტ ზუმა კატის სკანდალის გამო საფრანგეთის ნაკრებში არ გამოიძახეს #1TVSPORT
„ვესტ ჰემის“ მცველმა კურტ ზუმამ არ მიიღო გამოძახება საფრანგეთის ნაკრებში უახლოესი ამხანაგური მატჩებისთვის სამხრეთ აფრიკისა და კოტ დ’ივუარის .წინააღმდეგ.
ეს გადაწყვეტილება უკავშირდება რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეოს, რომლშიც ფეხბურთელი საკუთარ კატაზე ძალადობს.
საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი აღშფოთებულია ზუმას საქციელით.
„კურტმა ძალიან გამაკვირვა. ამგვარი რამ დაუშვებელია. ეს აუტანელი და დაუჯერებელი სისასტიკეა. ამგვარი კადრები ყველას შოკში აგდებს და ეს მიუღებელია. მე პროკურორი არ ვარ. შემადგენლობას სხვა კრიტერიუმებით ვარჩევ. იყო მომენტები, როცა მოთამაშეები შეცდომას უშვებდნენ და გარკვეული ხანი შემადგენლობაში ვერ ხვდებოდნენ. მაგრამ, ამ შემთხვევაში, არ შევიცვლი აზრს მომდევნო განაცხადის შედგენისას“, – განაცხადა დეშამმა.