კუპატაძე სერბეთთან მატჩს გამოტოვებს, ყირგიზეთთან ითამაშებს - ფუტსალის ნაკრები სპარინგებისთვის ემზადება #1TVSPORT
კუპატაძე სერბეთს გამოტოვებს, ყირგიზეთთან ითამაშებს – ფუტსალის ნაკრები სპარინგებისთვის ემზადება
ორი დღეა, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს ღია ვარჯიში გამართა.
ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე, ფუტსალის ნაკრები წლის ბოლომდე ოთხ ამხანაგურ თამაშს გამართავს -. 16 და 18 დეკემბერს სერბეთთან, ხოლო – 21-22 დეკემბერს ყირგიზეთთან. საქართველოს ნაკრების მსგავსად, სერბეთიც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ემზადება, რომელიც ნიდერლანდებში 19 იანვრიდან – 6 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.
ცნობილი გახდა, რომ ნაკრების მთავარი კიპერი, ზვიად კუპატაძე სერბეთთან შეხვედრებს გამოტოვებს, მაგრამ ეროვნული ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდება და ყირგიზეთის წინააღმდეგ ითამაშებს.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)
წინა ხაზი: ჯანიკო გიორგაია, შოთა თოფურია, ირაკლი თოდუა, ნუკრი ჭუმბურიძე (ყველა – თელასი, თბილისი, საქართველო), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ბრუნო პეტრო (ხაენი, ესპანეთი),თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ნიკა კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ქურდაძე (დინამო, გროდნო, ბელარუსი), გიორგი ზუნტუროვი (პსპ, თბილისი, საქართველო)
ოთხივე ამხანაგურ შეხვედრას თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, მატჩებზე დარბაზის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.