კუპატაძე, აზაროვი, ალთუნაშვილი და მარუშიჩი - ეროვნულ ლიგაში საუკეთესოები დაასახელეს #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ტრადიციულ დაჯილდოებაზე, რომელიც პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, სეზონის საუკეთესოები ამპლუის მიხედვით დაასახელეს.
სეზონის საუკეთესო მეკარე – ლაზარე კუპატაძე (დინამო ბთ)
ნომინანტები (მეკარეები): ლაზარე კუპატაძე (დინამო ბთ), ლუკა გუგეშაშვილი (დილა გორი), ოთო გოშაძე (საბურთალო).
სეზონის საუკეთესო მცველი – ირაკლი აზაროვი (დინამო ბთ)
ნომინანტები (მცველები): ირაკლი აზაროვი (დინამო ბთ), მამუკა კობახიძე (დინამო ბთ), ოლეკსანდრ აზაცკი (დინამო თბ).
სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი – სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბთ)
ნომინანტები – სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბთ), ირაკლი ბიძინაშვილი (დილა გორი), ჯამბულ ჯიღაური (დინამო ბთ).
სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი – ზორან მარუშიჩი (დინამო თბ)
ნომინანტები (თავდამსხმელები): ზორან მარუშიჩი (დინამო თბ), გიორგი ფანცულაია (დინამო ბთ), სერგო კუხიანიძე (სამგურალი).
სეზონის საუკეთესო ბომბარდირი და ლეგიონერი – ზორან მარუშიჩი
ბომბარდირთა სამეული: ზორან მარუშიჩი (დინამო თბ – 16 გოლი), ჯამბულ ჯიღაური (დინამო ბთ – 13 გოლი), გიორგი ფანცულაია (დინამო ბთ – 13 გოლი).
საუკეთესო ლეგიონერის პრიზზე, „დინამო თბილისის“ ზორან მარუშიჩის გარდა, ასევე წარდგენილი იყვნენ: უსმანე კამარა (დილა გორი), ბენჟამინ ტეიდი (დინამო ბთ).