კუნძულ მადეირაზე, სადაც კრიშტიანო რონალდო იმყოფება, მიწისძვრა მოხდა
ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს მშობლიურ კუნძულ მადეირაზე მიწისძვრა მოხდა. ბიძგების ძალამ რიხტერის შკალით 3.8 შეადგინა, – წერს ადგილობრივ პრესა. როგორც იტყობინებიან, არანაირი ნგრევა არ დაფიქსირებულა.
ეს მადეირაზე მეორე მიწისძვრაა ბოლო დროის განმავლობაში. პირველი 7 მარტს მოხდა და მაშინ სიმძლავრე 5.3 იყო.
კრიშტიანო რონალდო სწორედ მადეირაზე იმყოფება მას შემდეგ, რაც იქ იტალიიდან ჩავიდა ავადმყოფი დედის მოსანახულებლად. ფეხბურთელმა აპენინებზე დაბრუნება აღარ მოისურვა, რადგან იტალიაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა კორონავირუსის პანდემიის მხრივ.