კუმანმა მესი დაიცვა - თქვენ პატივი უნდა სცეთ ყველაფერს, რაც მან გუნდისთვის გააკეთა
კუმანმა მესი დაიცვა - თქვენ პატივი უნდა სცეთ ყველაფერს, რაც მან გუნდისთვის გააკეთა

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა როლანდ კუმანმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და არგენტინელი თავდამსხმელი დაიცვა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ El Mundo-მ ლეოს კონტრაქტის ფინანსური დეტალები გაასაჯაროვა, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ლა ლიგის ბოლო ტურში „ბილბაოს“ წინააღმდეგ მესიმ ანგარიში ულამაზესი ჯარიმით გახსნა.

 

მატჩის შემდგომ კუმანმა აღნიშნა, რომ ბოლოდროინდელი ვითარების გამო არგენტინელი უფრო მეტად მოტივირებული იყო:

„საკმაოდ დიდი ხანია ვიცით, რომ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მას კლუბისთვის ბევრი აქვს გაკეთებული და გადამწყვეტი როლი აქვს ამ გუნდში. დღეს ის უფრო მეტად მოტივირებული იყო. თქვენ პატივი უნდა სცეთ ყველაფერს, რაც მან გააკეთა.“

ჰოლანდიელი სპეციალისტის თქმით, ასეთ სიტუაციაში გუნდი უნდა გაერთიანდეს:

„ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ვიყოთ უფრო ყურადღებით. მესმის რომ რთულია, მაგრამ ყველაფერი რაც დაიწერა გვერდზე უნდა გადავდოთ. მესი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, რომელიც შეტევაში გუნდს კრეატიულობას სძენს. მის გარეშე მიზნისკენ სწრაფმა ფაქტიურად შეუძლებელია.“