კუმანისთვის მწვრთნელის რანგში პირველი „ელ კლასიკო“ მარცხით დასრულდა
„სამეფო კლუბმა“ თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს სტუმრად მოუგო. მორიგი „ელ კლასიკო“ მადრიდის „რეალის“ გამარჯვებით დასრულდა – 1:3.
აღსანიშნავია, რომ „ბარსელონას“ ახალდანიშნული თავკაცისთვის, რონალდ კუმანისთვის ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის მატჩი მწვრთნელის რანგში პირველი ელ კლასიკო იყო.
პირველი გოლი მე-5 წუთზე ფედერიკო ვალვერდემ გახსნა, სამი წუთის შემდეგ კი ანსუ ფატიმ ანგარიში გაათანაბრა.
64-ე წუთზე სერხიო რამოსმა, რომელიც კარიერაში 31-ე „ელ კლასიკოს“ თამაშობდა, პენალტი ზუსტად შეასრულა და „რეალი“ წინ გიყვანა. საბოლოო ანგარიში ლუკა მოდრიჩმა 90-ე წუთზე დააფიქსირა – 1:3 მადრიდელთა სასარგებლოდ.