კუმანი - ვიყოთ რეალისტები, „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონი უკვე ვეღარ გახდება
კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა „ბარსელონას“ გულშემატკივრებისთვის პესიმისტური განცხადება გააკეთა.
კუმანის შეგირდებმა ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ეიბარს“ უმასპინძლეს და მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდნენ – 1:1.
„მე რეალისტი ვარ და კარგად ვხედავ, რომ ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება უკიდურესად რთული იქნება, – მოჰყავს „ბარსელონას“ თავკაცის სიტყვები „მარკას“. – ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ თქვენც ხედავთ, როგორ ჩამოვრჩებით მეტოქეებს.
ლა ლიგას ფავორიტად კი „ატლეტიკო“ მიმაჩნია, რადგან ძალიან ძლიერი გუნდია და ძალიან ცოტა ბურთს უშვებს“, – აცხადებს რონალდ კუმანი.
ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 15 მატჩის შემდეგ, „ბარსელონა“ მეექვსე პოზოციაზეა და ლიდერ გუნდებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.