„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა სეზონის ბოლოს მისი სავარაუდო დათხოვნის ფონზე, კატალონიური კლუბის მხრიდან ნდობის ნაკლებობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მწვრთნელს მეტი პატივისცემით უნდა ექცეოდნენ.
„სეზონის მიწურულს კლუბის ხელმძღვანელებისგან ნდობის ნაკლებობას განვიცდიდი. ჩვენ არ ვსაუბრობდით ჩემს მომავალზე. მესმის, რომ კლუბს შედეგები არ აკმაყოფილებს. მესმის, რომ გამარჯვებისთვის ცვლილებებია საჭირო, – ციტირებს მარკა რონალდ კუმანის სიტყვებს. – თუ კლუბში ფიქრობენ, რომ ახალი მწვრთნელი და ახალი მოთამაშეები სჭირდებათ, ეს ნორმალურია, მაგრამ ხმამაღლა უნდა თქვან“.
კუმანმა „ბარსელონა“ 2020 წლის აგვისტოში ჩაიბარა. ნიდერლანდელი სპეციალისტის შეგირდები ესპანეთის ჩემპიონატში 76 ქულით მესამე ადგილზე იმყოფებიან.