საფეხბურთო კლუბმა „ბარსელონამ“ შესაძლოა, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვოს ერნესტო ვალვერდე.
როგორც ადგილობრივი მედია (El Chiringuito TV) იტყობინება, ესპანელის შეცვლის ძირითად კანდიდატად განიხილება ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი. მის გარდა, „ბარსელონას“ შორტლისტშია „აიაქსის“ დამრიგებელი ერიკ თენ ჰაგი.
ამავე სიაში იყო „ბარსელონას“ ექსნახევარმცველი ჩავი, მაგრამ მან უარი თქვა კატალონიურ გუნდში მუშაობაზე, სანამ ამ გუნდის პრეზიდენტად ხოსეპ ბარტომეუ რჩება.
ერნესტო ვალვერდეს პოსტის დატოვება ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ ემუქრება.