კუმანი „ატლეტიკოსთან“ მარცხზე - ჩვენ მეტს ვიმსახურებდით #1TVSPORT
კუმანი „ატლეტიკოსთან“ მარცხზე - ჩვენ მეტს ვიმსახურებდით #1TVSPORT

„ბარსელონას“ წარუმატებელი სერია გრძელდება. ესპანეთის ჩემპიონატის მერვე ტურში კატალონიელები „ატლეტიკოს“ ესტუმრნენ და ორი უპასუხო გოლი გაუშვეს – 2:0.

„ამ თამაშში მეტს ვიმსახურებდით, – მოჰყავს „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის სიტყვები Spanish Football News -ს. თუმცა, ჩვენ ვერ გამოვიყენეთ მოცემული შსაძლებლობები. მეტოქეს დიდ თავისუფალ სივრცეს ვაძლევდით. მსგავსი შეცდომა კი ასეთ მაღალ დონეზე თამაშის დროს დაუშვებელია.

ველოდებით, როდის ჩადგებიან მწყობრში ჩვენი ფეხბურთელები და იმედი გვაქვს, რომ ისინი გუნდს მალე დაუბრუნდებიან“.

აღსანიშნავია, რომ წარუმატებლობის მიუხედავად, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელმა, ჟოან ლაპორტამ კუმანის მიმართ ნდობა კიდევ ერთხელ დაადასტურა და განაცხადა, რომ გუნდში მთავარი მწვრთნელის შეცვლას არ გეგმავენ.