„ნაპოლის“ ფეხბურთელი კალიდუ კულიბალი, შესაძლოა გახდეს პირველი ფეხბურთელი, რომელსაც „ნიუკასლი“ მფლობელის შეცვლის შემდეგ შეიძენს, – იუწყება Football Italia.
გამოცემის ინფორმაციით, ინგლისური კლუბი კულიბალის ხელფასის სახით სეზონში 12 მილიონ ევროს შესთავაზებს. „ნაპოლის“ 28 წლის ფეხბურთელი სატრანსფერო თანხა კი 80 მილიონ ევროს შეადგენს.
კულიბალის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სხვა კლუბები შეეცდებიან, მათ შორის: „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „პარი სენ-ჟერმენი“.