„ნაპოლის“ სენეგალელ მცველს გუნდის დატოვება სურს და ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა, – იუწყება Express.
კულიბალის კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2023 წლამდე არის ძალაში, თუმცა გამოცემის ინფორმაციით, იტალიელები სენეგალელ ფეხბურთელს ტრანსფერზე უკვე ამ ზაფხულს დააყენებენ და 105 მილიონ ევროს მოითხოვენ.
კულიბალის შეძენით არაერთი ევროპული კლუბია დაინტერესებული, მათ შორის: „რეალი“, „ბაიერნი“, ევერტონი, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „პარი სენ-ჟერმენი“.