„ნაპოლის“ სენეგალელი ფეხბურთელის, კალიდუ კულიბალის შეძენის მსურველთა შორის „მანჩესტერ იუნაიტედი“ ლიდერობს, – იუწყება Il Mattino.
მანჩესტერელებს კულიბალის საკუთარ გუნდში გადმოყვანა შარშან ზაფხულშიც სურდათ, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა.
იტალიური გაზეთი ინფორმაციით, სენეგალის ნაკრების 28 წლის მოთამაშეს „ნაპოლი“ იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ გუნდი ევროთასებზე ვერ მოხვდება.
„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატში სატურნირო ცხრილის მეათე ადგილზე იმყოფება.
კალიდუ კულიბალის ტრანსფერის თანხად Il Mattino 64 მილიონ ფუნტ სტერლინგს ასახელებს.
კულიბალით დაინტერესებულები არიან ინგლისის ჩემპიონატის სხვა კლუბებიც, მათ შორის: „არსენალი“, „ჩელსი“ და „ტოტენჰემი“.