კულიბალიმ არჩევანი სამ კლუბს შორის უნდა გააკეთოს
კულიბალიმ არჩევანი სამ კლუბს შორის უნდა გააკეთოს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „ნაპოლის“ სენეგალელი ფეხბურთელი კლუბს შეიცვლის, – იუწყება Football Italia.

გამოცემის ინფორმაციით, კალიდუ კულიბალის არჩევანის გაკეთება სამ გრანდს შორის მოუწევს: „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მანჩესტერ სიტი“, „პარი სენ-ჟერმენი“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ აურელიო დე ლაურენტისი პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო, იძულებული გახდება, ფეხბურთელზე ფასი შეამციროს, რაც კულიბალის შეძენის მსურველ კლუბებს გადამწყვეტი ნაბიჯებისკენ უბიძგებს.