კულიბალი ისტორიაში პირველი მცველი გახდა, ვინც სერია A-ს თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო #1TVSPORT
კულიბალი ისტორიაში პირველი მცველი გახდა, ვინც სერია A-ს თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო #1TVSPORT

„ნაპოლის“ მცველი კალიდუ კულიბალი იტალიის ჩემპიონატში სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ის გახდა პირველი მცველი ისტორიაში, ვინც ლიგა სერია A-მ თვის ლაურეატად გამოაცხადა.

30 წლის ფეხბურთელმა გასულ თვეში ჩატარებულ ოთხ მატჩში ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა. ამასთან, ამ ოთხ შეხვედრაში „ნაპოლიმ“ მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.

აღვნიშნავთ, რომ იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის ვერსიით სექტემბრის საუკეთესო მოთამაშე გახდა კულიბალის თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმჰენი, რომელმაც ოთხ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.