კუხიანიძემ „ტორპედო“ დატოვა - შესაძლოა „დინამოში“ მეორე „​ტორპედოელი“ გადავიდეს 
კუხიანიძემ „ტორპედო“ დატოვა - შესაძლოა „დინამოში“ მეორე „​ტორპედოელი“ გადავიდეს 

გიორგი კუხიანიძე ქუთაისის „ტორპედოში“ აღარ ითამაშებს – ეს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართული ვარჯიშის შემდეგ გაირკვა.

„ტორპედოს“ სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ვარჯიში გულშემატკივრებისთვის გაიხსნა და საკმაოდ ბევრი მაყურებელი დაესწრო.

საერთო ჯგუფში გიორგი კუხიანიძე არ იყო. 15 იანვრის შედეგ გუნდის ვიცე-კაპიტანს „ტორპედოში“ აღარ გამოჩენილა. როგორც შევიტყვეთ, ის თანაგუნდელებს დაემშვიდობა და თქვა, რომ „ტორპედოს“ ტოვებდა.

კუხიანიძეს რამდენიმე წინადადება ჰქონდა და დიდი ალბათობით, 26 წლის ნახევარმცველი კარიერას „ტორპედოს“ პრინციპული მეტოქის, თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში გააგრძელებს.