სერგო კუხიანიძემ ესტონეთის მეისტრილიგაში პირველი დუბლი შეასრულა და „ნარვა ტრანსს“ „ნომესთან“ საშინაო მატჩში გამარჯვება მოუტანა – 2:0.
ესტონეთის ჩემპიონატის პირველ სამ ტურში „ნარვას“ ქულაც არ ჰქონდა მოპოვებული. გუნდის ძირითად შემადგენლობაში სამი ქართველი იყო – შალვა ბურჯანაძე, ზაქარია ბეგლარიშვილი და სერგო კუხიანიძე. ვაჟა ნემსაძე კი მცირე ტარვმის გამო დაასვენეს.
მე-11 წუთზე სტუმრებბმა პენალტი ვერ გამოიყენეს, ხოლო კუხიანიძემ ანგარიში 35-ე წუთზე ბეგლარიშვილის გადაცემით გახსნა. 70-ე წუთზე კი დუბლი ისევ ქართველის, ბურჯანაძის ასისტით შეასრულა.
„ნარვა“ ესტონეთის ჩემპიონატში ამჟამად მეშვიდე ადგილზეა.