„კუკესის“ მწვრთნელი - დასაკარგი არაფერია და „ტორპედოს“ მთელი ძალებით შევუტევთ
ალბანური „კუკესის“ მთავარმა მწვრთნელმა, ადრიანო ცუნგუმ ევროპის ლიგაზე ქუთაისის „ტორპედოსთან“ განმეორებით მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და ხვალინდელ შეხვედრაზე ილაპარაკა.
„პირველ შეხვედრაში 5:2 გამარჯვება ქართველებს უპირატესობას აძლევს. ერთადერთი შანსი, რომ „კუკესმა“ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლიოს, მოწინააღმდეგის 3:0 დამარცხება იქნება. ჩვენ თავიდანვე დიდი ძალებით შევუტევთ, რადგან ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს. ვალდებულნი ვართ, ამ დაპირისპირებაში ბოლომდე დავიხარჯოთ. თუ გაგიმართლა და გოლს სწრაფად გავიტანთ, მაშინ ჩვენთვის ყველაფერი კარგად დასრულდება“, – განაცხადა ალბანური გუნდის მწვრთნელმა.