კუციამ ლატვიის ჩემპიონატში პირველად გაიტანა #1TVSPORT
კუციამ ლატვიის ჩემპიონატში პირველად გაიტანა #1TVSPORT

ლატვიის ვირსლიგაში ქართველმა ლეგიონერებმა მორიგი შეხვედრები ჩაატარეს და ქართული გოლიც გავიდა.

თამაზ პერტიას გაწვრთნილი „ლიეპაია“ „სუპერ ნოვას“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 6:2. „ლიეპაია“ განაცხადში მეკარე ლუკა სანიკიძე არ ყოფილა, ხოლო „დინამო თბილისიდან“ ყოფილმა ნახევარმცველმა გიორგი კუციამ შეუცვლელად ითამაშა და კლუბში პირველი გოლი გაიტანა.

ზურაბ რუხაძის „მეტამ“ საკუთარ მოედანზე რფს „რიგა“ მიიღო და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 0:0. 18 წლის ცენტრალურმა მცველმა ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ 69-ე წუთი ითამაშა და საკმაოდ კარგი შეფასებაც დაიმსახურა.

პერტიას გუნდმა ზედიზედ მესამე თამაში მოიგო, მესამე ადგილზეა და ლიდერ „რიგას“ შვიდი ქულით ჩამორჩება, ხოლო „მეტა“ (10) მეშვიდე პოზიციაზეა.