კშიშტოფ პიონტეკი მეცხრე ნომრით ითამაშებს
კშიშტოფ პიონტეკი მეცხრე ნომრით ითამაშებს

„მილანის“ ფორვარდმა კშიშტოფ პიონტეკმა სათამაშო ნომერი შეიცვალა: მომავალი სეზონიდან ის მე-19 ნომრის ნაცვლად მეცხრე ნომრით ითამაშებს. ეს ამბავი პოლონელმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს „ინსტაგრამით“ აცნობა.

„მილანში“ მეცხრე ნომრით ისეთი ლეგენდებს უთამაშიათ, როგორებიც იყვნენ მარკო ვან ბასტენი, ფილიპო ინძაგი, რობერტო ბაჯო, ზვონიმირ ბობანი, ჟორჟ ვეა, გუნარ ნორდალი, პატრიკ კლუივერტი და სხვები.

პიონტეკი შარშანდელი სეზონის მსვლელობისას გადავიდა „ჯენოადან“ „მილანში“. მან 22 გოლით მესამე ადგილი დაიკავა ბომბარდირთა სიაში.