კროსბიმ და მაკდევიდმა კანადის ოლიმპიურ ნაკრებში მიწვევა მიიღეს #1TVSPORT
კროსბიმ და მაკდევიდმა კანადის ოლიმპიურ ნაკრებში მიწვევა მიიღეს #1TVSPORT

ჰოკეიში კანადის ოლიმპიური ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა დაასახელა პირველი სამი ჰოკეისტის გვარი, რომლებიც პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.

ეროვნულ გუნდში მიწვევა მიიღეს სიდნი კროსბიმ, კონორ მაკდევიდმა და ალექს პიეტრანჯელომ. „ედმონტონის“ ლიდერისთვის მაკდევიდისთვის ეს პირველი ოლიმპიადა იქნება კარიერაში.

პეკინში ოლიმპიური თამაშები 4-20 თებერვალს გაიმართება.